ეკონომიკა
03/06/2021

პრემიერი: საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაორმაგდეს

“უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ტოპ ათეულში შედის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდეს.

“ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით გააქტიურება აუცილებელია. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ.

ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნო, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან. ყოველთვის მოხარული ვიქნებით, საქართველოში მეტი უკრაინელი ტურისტი მივიღოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Businesspartner