ეკონომიკა
22/06/2022

პრემიერი: სულ რაღაც 2 თვეში 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების თხოვნით სახელმწიფოს 35 000-მა ადამიანმა მიმართა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ აპლიკაციებიდან თითქმის ნახევარი დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმდა 15 000-მდე ადამიანი. 

"მაისში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. შესაბამისად, 2022 წლის 5 თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდას ვპროგნოზირებთ. ტურიზმის აღდგენა ფანტასტიურად, ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით არის ზრდა. ამას კი შენარჩუნება სჭირდება. სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობაც შემცირდა, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. დავიწყეთ საზოგადოების დასაქმების პროგრამა. 35 000 აპლიკაცია უკვე შემოსულია. ამის ნახევარი კი დასაქმებული. ანუ, სულ რაღაც 2 თვეში 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. კერძო სექტორში კარგი მოლოდინებია",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner