ეკონომიკა
16/07/2020

პრემიერმა ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები დაინახა

პრემიერის განცხადებით, კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური მაჩვენებლები უკვე გამოჩნდა.

“გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა. ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მოვახერხეთ ვირუსის ეფექტური მართვა”,- აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკუეი მაჩვენებლები არაერთ დარგშია გაზრდილი.

“მაგალითად, სამშენებლო სექტორში უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო პერიოდში რადიკალურად გაიზარდა ისევე, როგორც სამშენებლო მასალების მიმართულებით. ექსპორტში მიუხედავად პესიმისტური პროგნოზებისა, თუ რეექსპორტს არ ჩავთვლით, კლება დაახლოებით 6-7%ია. დინამიურად მიდის პროცესების სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც”,- განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner