ეკონომიკა
28/04/2021

რა ფაქტორები მოქმედებს ინფლაციაზე - კობა გვენეტაძის განმარტება

ეროვნული ბანკი 2021 წლის საშუალო ინფლაციის 6.5 %-იან მაჩვენებლს ელის.

მარეგულირებლის პროგნოზით, მომდევნო სამ თვეში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდებდა. რაც შეეხება ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, კორონავირუსის გამო შექმნილ არაორდინალურ ვითარებას.

„ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარებაა. ინფლაციის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. პანდემიამ ტურიზმი და მასზე დამოკიდებული ქვეყნები განსაკუთრებით დააზარალა. ქვეყანამ დაახლოებით 3 მლრდ-ის უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა, რამაც გააუარესა მიმდინარე დეფიციტი და ამან შექმნა დაწოლა გაცვლით კურსზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა ფასებზეც, როგორც იმპორტული ინფლაციის გავლით, ასევე კომპანიების უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების არხით. ამავე დროს, მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა ფართო მოხმარების პროდუქტები როგორიცაა ხორბალი, მზესუმზირა, ზეთი და ასე შემდეგ, გაიზარდა ნავთობის ფასები და შეუძლებელია ასეთ ფაქტორებთან გამკლავება. კომპანიებმა საოპერაციო ხარჯები გაზარდეს. ამ ყველაფრის ერთობლიობა განაპირობებს, რომ ინფლაცია არის ისტორიულად მაღალი,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner