ეკონომიკა
13/10/2021

რატომ შემცირდა საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა - Maersk-ის განმარტება

ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საზღვაო გადაზიდვებში კლებაა. 8 თვეში ქართულ პორტებში 11.4 მლნ ტონა ტვრითი გადამუშავდა, რაც წლიურად 300 000 ტონის დანაკლისს ნიშნავს.

თითქმის 20%-იანი კლებაა გადამუშავებულ კონტეინერებშიც, რაც 270 930 ერთეულს შეადგენს. ტვირთის კლება ძირითადად, ფოთის პორტში კლების ხარჯზეა.

ტვირთბრუნვა საქართველოს ნავსადგურებში

ფოთის პორტი - 4.6 მლნ ტონა (- 0.5 მლნ)

ბათუმის პორტი - 2.4 მლნ ტონა

ყულევის ტერმინალი - 1.2 მლნ ტონა

სუფსის ტერმინალი - 2.9 მლნ ტონა (+0.2 მლნ)

„ტვირთბრუნვის კლება დაკავშირებულია საფასო პოლიტიკასთან. ბოლო 1 წლის განმავლობაში საფასო პოლიტიკა გამკაცრდა. შემცირებულია კონტეინერებზე ხელმისაწვდომობის დონე. ჩინეთიდან საექსპორტო ნაკადების გაზრდის გამო, ჩინეთი მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით კონტენერებს და ადგილებს გემებზე, რომელიც მიმართულია ევროპისა და ამერიკის მიმართულებით. შუა რგოლში, რომელიც შავ ზღვაზე მოდის ნაკადები იკლებს. გამონაკლისი არ არის საქართველო. ასეთივე ვითარებაა შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში - უკრაინაში, რუმინეთში, ბულგარეთში“, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ Maersk-ის კომერციული წარმომადგენელი ირაკლი დანელია.

 

მთავარი სიახლეები