ეკონომიკა
09/08/2021

"რაც გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში უნდა ჩაერთოს" - საპრივატიზაციო ნუსხა იზრდება

მთავრობა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ზრდის. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია მიწებზე, ქონებაზე, რამდენიმე გაჩერებული სახელმწიფო საწარმოს წილებზე. ჯამში 90 მლნ ლარზე მეტის პაკეტია. 

“ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველაფერი, რაც დღემდე გაჩერებულია, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი, დაასაქმოს ადამიანები“,- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მან ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკულად ყველა დარგში ფიქსირდება. თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდის ტემპია გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში. 

 

Businesspartner