ეკონომიკა
07/08/2020

რეგისტრირებული 251 690 თვითდასაქმებულიდან კომპენსაცია 170 948-მა პირმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 6 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი.

მათგან 170 948 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 51 284 400 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა ივლისის თვეში 117 895 პირს - 23 551 900 ლარი. ივნისის თვეში კომპენსაცია გაიცა 152 946 პირზე, 30 589 200 ლარის ოდენობით, ხოლო მაისის თვეში 72853 პირზე, 14 570 600 ლარი.

თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტოს დასრულდა.

Businesspartner