ეკონომიკა
26/07/2021

რომელმა პროდუქტებმა შეიტანა ნეგატიური კონტრიბუცია ექსპორტის ზრდაში

TBC Capital-ის მონაცემეებით, საექსპორტო ბაზრების მხრივ, მაისში 38.1%-იანი კლების შემდეგ, ივნისში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში  13.1%-ით გაიზარდა. ამავდროულად, წინა თვის მსგავსად, 2021 წლის ივნისში დსთ-ის ქვეყნებში (წ/წ +61.4%) ექსპორტი კვლავ ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

საერთო ჯამში, 2021 წლის ივნისში, აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტის წ/წ 30.1%-იანი ზრდა, რაც +12.5%–ით მეტია 2019–ის ივნისთან შედარებით, ძირითადად ადგილობრივ ექსპორტზე (წ/წ +33.7%) მოდიოდა, მთლიან ზრდაში დაახლოებით 80%-იანი კონტრიბუციით.

აქედან, ფეროშენადნობების ექსპორტმა +397.1%–იანი ზრდა აჩვენა, მანქანებმა +34.2%–იანი, მინერალური წყლებმა +107.8% და ელექტროენერგიამ+196.2%–იანი ზრდა, რამაც მთლიან ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამასთან, კონტრიბუცია ნეგატიური იყო შემდეგი მიმართულებებით: სპილენძი -14.3%, ოქრო -40.2%, მედიკამენტები -26.7% და სასუქები წ/წ -13.9%.

 

Businesspartner