ეკონომიკა
19/04/2022

რუსეთ-უკრაინის ომმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი შეანელა

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი შეანელა.

მარტში ექსპორტი 26%-ით 411.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 15%-ით 894 მლნ დოლარამდე. ორივე მაჩვენებელი შემცირებულია თებერვალთან შედარებით.

რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-მარტს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, საქსტატის მონაცემებით, წლიურად 38%-ით 3.865 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი. აქედან ექსპორტი 1.171 მლრდ-ია, წლიური ზრდა 43.3%-ს აღწევს, იმპორტი 2.7 მლრდ დოლარია და ზრდა 36%-ია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-მარტში, 1.521 მლრდ დოლარია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4%-ია.

Businesspartner