ეკონომიკა
15/09/2021

საარსებო მინიმუმი ინფლაციის წნეხს განიცდის და რეკორდულ ₾221-ს აღწევს

საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის და რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში საარსებო მინიმუმმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 221.1 ლარი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 38.8 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 2.8 ლარით არის გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 195.8 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10 წლიანი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 12.8%-ს მიაღწია.

 

Businesspartner