ეკონომიკა
15/07/2020

საარსებო მინიმუმი ივნისში 186.6 ლარამდე შემცირდა

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი  შემცირებას განაგრძობს. ივნისში წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 1.5 ლარით შემცირდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186.6 ლარით განისაზღვრა.

წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 3 ლარით არის შემცირებული.

“საქსტატის” მონაცემებით, ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 165,3 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახისამ – 313 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 165,3 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 439.6 ლარით.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში საარსებო მინიმუმი 197 ლარი იყო, რეკორდულ ნიშნული კი მარტში დაფიქსირდა, 206.1 ლარით.

Businesspartner