ეკონომიკა
19/04/2022

სად და რას ყიდის საქართველო - რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ექსპორტი გაზრდილია

რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ქართული პროდუქციის წმინდა ექსპორტი მარტში მაინც გაზრდილია.

საქსტატის მონაცემებით, სულ წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტზე (რეექსპორტის გარეშე) 885 მლნ დოლარია და წლიური ზრდა 47%-ს აღწევს.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთი (210.4 მლნ დოლარი) ლიდერობს, თურქეთი (94.8 მლნ დოლარი) მეორე ადგილზეა, რუსეთი კი წამყვანი სამეულის (94.6 მლნ დოლარი) ბოლო პოზიციაზე.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 271.1 მლნ დოლარით, მისი წილი ექსპორტში 30.6%-ია; ფეროშენადნობები 160 მლნ დოლარით (18.1%) მეორე ადგილს იკავებს, მესამე პოზიციაზე კი აზოტოვანი სასუქებია 76.5 მლნ დოლარით (8.6%).

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტმა სულ 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 43.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 75.6%-ს აღემატება.

Businesspartner