ეკონომიკა
10/06/2021

საფრანგეთი საქართველოს €483 მლნ-ს გამოუყოფს

საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონ ევროს გამოუყოფს. აქედან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს.

ხელმოწერის ცერემონიამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ენერგეტიკის სფეროს, კერძო სექტორის განვითარებას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, რეგიონულ განვითარებას და სხვა მიმართულებებს მოხმარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები