ეკონომიკა
19/04/2021

საგარეო ვაჭრობის შემცირების ტრენდი შენელდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვის შემცირების ტრენდი შენელდა. 2021 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვამ 2,773 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია.

ექსპორტის მოცულობა 820.6 მლნ დოლარია, წლიური ზრდა 5.2%-ია, 2.4%-ით არის შემცირებული იმპორტი და 1,952 მლრდ დოლარს შეადგენს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მარტში, 1,131 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

Businesspartner