ეკონომიკა
18/05/2022

საგარეო ვალი $7.822 მლრდ-მდე შემცირდა

საქართველო საგარეო ვალის შემცირებას იწყებს. აპრილში ქვეყანამ 13 მლნ დოლარის ძირითადი თანხა დაფარა, პროცენტის სახით კი 10 მლნ გადაიხადა. სულ ამ დროისთვის ქვეყნას 7.822 მლრდ დოლარის ვალდებულებები აქვს, მარტთან შედარებით 260 მლნ დოლარით ნაკლები, მაჩვენებელი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც.

პანდემიის მილევის ფონზე, მთავრობამ 2021 წლის ბოლოს საგარეო ვალის სტრატეგიის ცვლილებაზე განაცხადა, სტრატეგიის მიხედვით ქვეყანა საგარეო ვალს მხოლოდ მსხვილი პროექტებისთვის აიღებს და ძირითადად ვალდებულებების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებულ ვალდებულებებთან ერთად, ორმხრივის კრედიტორი ქვეყნების ვალიც აქვს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები