ეკონომიკა
11/06/2021

საგარეო ვალი მშპ-ს 60%-იან ნიშნულს წელსვე ჩამოსცდება - ლაშა ხუციშვილი

საგარეო ვალი  მშპ-სთან მიმართებით 60%-იანი ნიშნულს წელსვე ჩამოსცდება, - ასეთია ფინანსთა სამინისტროს მოლოდინები, რასაც ეკონომიკის ზრდის საბაზისო სცენარი ითვალისწინებს.

„2021 წელს ვალის მოცულობა 60% ჩამოსცდება და 57% იქნება საბაზისო სცენარში, 2025 წელს კი, ვალის მოცულობა მშპ-ს 53%-მდე ჩამოვა“, - განაცხადა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

აპრილის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარია, რაც 27.61 მლრდ ლარს შეადგენდა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას ითვალისწინებს, საგარეო ვალის მოცულობა დაახლოებით 32 მლრდ ლარის ფარგლებშია.

განახლებული პროგნოზით, საბაზისო სცენარი მშპ-ს 6.5%-იან ზრდას ითვალისწინებს.

Businesspartner