ეკონომიკა
10/09/2020

საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რეგიონში მოწინავეა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული საინვესტიციო კლიმატის შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. ანგარიში ვრცლად ასახავს ინვესტიციების განხორციელების, თუ ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ნორმებს.

დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზეც, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. კერძოდ, ნათქვამია, რომ კომპანიების განწყობები სასამართლო სისტემის მიმართ გაუარესებულია, გაზრდილია უნდობლობა.

აქვე საუბარია, რომ კომპანიების ნაწილი საკანონმდებლო ნორმების შერჩევითი აღსრულებითაა უკმაყოფილო. ამის მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოწვევების ფონზე საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა დადებითად აფასებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, როდესაც პარტნიორი ქვეყანა სამთავრობო გუნდის მუშაობასა და განხორციელებულ რეფორმებს ობიექტურად აფასებს.

 

Businesspartner