ეკონომიკა
13/10/2021

საქართველო IMF-ის პროგრამის გაგრძელებას საჭიროებს - კობა გვენეტაძე ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე - დეტალებზე სებ-ის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად იმსჯელა.

შეხვედრაზე კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენასა და მაღალ ინფლაციაზე, რომელიც წელს მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა.

მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლების მიერ საქართველო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციისგან გამომდინარე პოტენციურ რისკებსაც განიხილავს. იმსჯელეს ასევე პარლამენტში წარდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრებზე. 

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. როგორც სებ-ის გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, მხარეებმა აღნიშნეს რეფორმების გაგრძელებისათვის ასეთი პროგრამის აუცილებლობაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას.

Businesspartner