ეკონომიკა
14/09/2020

საქართველოდან ექსპორტი თითქმის 15%-ით შემცირდა

საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებშია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7,022 მლრდ დოლარი შადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16.7%-იანი კლებაა.

14,7%-ით შემცირდა ექსპორტი, 2,071 მლრდ დოლარამდე, ასევე 17,5%-ით არის შემცირებული იმპორტი 4,951 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2,88 მლრდ დოლარი
და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41% შეადგინა.

Businesspartner