ეკონომიკა
18/07/2020

საქართველოს დერეფანში თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 6 თვეში 83%-იან ზრდას აჩვენებს.

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის გურამ გურამიშვილის განაცხადებით, წლის დასაწყისში ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების სპეციალური შეთავაზების შედეგად, თურქმენეთიდან ნავთოპროდუქტების ნაწილი ჩვენს დერეფანში გადმომისამართდა. საუბარია მაზუთსა და გაზოილზე.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნიდან დამატებითი მოცულობების მოზიდვაც მოხდება.

მთლიანობაში 6 თვეში საქართველოს რკინიგზამ 1.461 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაზიდა. მიღებული შემოსავალი 80 მლნ ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები