ეკონომიკა
19/05/2023

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 17.8%-ით შემცირდა

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 3931 გემი, რომელთა 39.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, 23.7 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო 8.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება,-ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 5.4 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 17.8 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი და 32.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.3 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3 პროცენტი - ლიბერიის, 13.7 პროცენტი - თურქეთის, 8.4 პროცენტი მალტის, 5.3 პროცენტი - ბულგარეთის, 5.1 პროცენტი - რუსეთის, ხოლო 34.9 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 39.5 გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 34.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.6 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 55.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 53.0 პროცენტს შეადგენს

 

Businesspartner