ეკონომიკა
26/05/2021

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა 1918-1921

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, როგორი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ეკონომიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელს იარსება და დამოუკიდებლობის გამოცხადებაც რთულ პერიოდში მოუხდა, ქვეყანამ მაინც შეძლო ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბება, სახელმწიფო ბანკის შექმნა და ფულის ბეჭდვა. ეს ყოველივე იმ ფონზე, როდესაც პირველმა მსოფლიო ომმა და ეროვნულმა რევოლუციამ საქართველოს ეკონომოკური კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.

მაშინდელი მოსახლეობა 2.5 მლნ-ს შეადგენდა.

დამფუძნებელთა კრებამ 1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი 1920 წლის 31 მაისს 16 აგვისტოს დაამტკიცა. ორწლიანი ბიუჯეტი 1.96 მილიარდი მანეთით განისაზღვრა. 

1919 წლის 31 დეკემბერს მთავრობამ მიიღო კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი გამოიყო. 1920 წელს ბანკის ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა. სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტი გახდა იასონ ლორთქიფანიძე.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ფუნქციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • ფულის მიმოქცევის გაადვილება;
  • ვაჭრობა-მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოკლევადიანი სესხების გაცემა;
  • ფულის სიმყარის განმტკიცება;
  • თამასუქების განაღდება, ყიდვა-გაყიდვა;
  • ანაბრების მიღება;
  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და სხვა.
  • სახელმწიფო ბანკს მართავდა გამგეობა და საბჭო.

1919 წელს მოხდა პირველი ქართული ქაღალდის ფულის – ბონის (დროებითი ფულის ნიშანი) ემისია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მთელი თავისი ქონებით იყო პასუხისმგებელი.

მწირი იყო ვაჭრობა. 5 ძირითად საექსპორტო პროდუქციათა ჩამონათვალში შედიოდა ხორბალი (), თამბაქო, ღვინო, ბორჯომი და შავი ქვა.

იმპორტის ძირითად ჩამონაითვალში კი შედიოდა ხორბალი, მარილი, ღვინო, შაქარი და ნავთი.

წყარო: 26may.ge, მონაცემები ასევე გამოყენებულია თამარ ათანელაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან

Businesspartner