ეკონომიკა
28/05/2021

"საქართველოს რკინიგზა" მწვანე ევროობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება

“საქართველოს რკინიგზა“  მწვანე ევროობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება.

ემისია ივნისში უნდა განხორცელდეს. დოლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებს Fitch Ratings -მა წინასწარი BB- რეიტინგი უკვე მიანიჭა. 

“საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ევრობონდებიდან მოზიდული სახსრები არსებული 500 მილიონი დოლარის ბონდების რეფინანსირებას მოხმარდება. ამასთან, კომპანია გეგმავს გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მიმართოს მწვანე პროექტების დაფინასნებაზე ან არსებულის რეფინანსირებისთვის.

„საქართველოს რკინიგზამ“ ცოტა ხნის წინ ფინანსურ ანგარიშში დაწერა, რომ მენეჯმენტი, ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე, 2021 წლის ივნისში არსებული ბონდების წარმატებულ რეფინანსირებას ელის.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ 500 მლნ დოლარის ევრობონდებით აქვს ფინანსური რესურსი მოზიდული, საპროცენტო განაკვეთი 7.75%-ია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა ახალი ბონდები ბევრად მომგებიანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდეს“,- ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში. 

Businesspartner