ეკონომიკა
08/08/2020

საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.

1 აგვისტოსთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივებმა 3,84 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვი 3,643 მლრდ დოლარია, 200 SDR-ს აჭარბებს სესხების სპეციალური უფლებები.

საქართველოს რეზერვები მარტიდან იზრდება, უკვე ირიცხება დონორებისგან მობილიზებული ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და გრანტები, რაც რეზერვების ზრდაზე აისახება.  

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის. მარტიდან მხოლოდ სავალუტო აუციონებზე ჯამში 270 მლნ დოლარამდეა გაყიდული.