ეკონომიკა
08/09/2020

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს რეზერვები ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაეზარდა, ზრდა ძირითადად, COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად აღებულმა საგარეო ვალის ჩამორიცხვებმა განაპირობა.

1 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანა 3.93 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობს, ზრდა ბოლო 1 თვეში 91.6 მლნ დოლარია. წლიურად 235.1 მლნ-ს აღემატება  (+ 6.3%)

გაზრდილია  უცხოური ვალუტის რეზერვებიც - 3.73 მლრდ დოლარამდე. სესხების სპეციალური უფლებები (SDR) კი შემცირებულია 199.9 მლნ-მდე.

გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, რეზერვების ნაწილს ეროვნული ბანკი ლარის კურსის მხარდასაჭერად გამოიყენებს. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $329,65 მლნ გაყიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები