ეკონომიკა
08/09/2021

საქართველოს TOP ინვესტორი ქვეყნები - ლიდერი გაერთიანებული სამეფოა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. 2021 წლის მეორე კვარტალში სწორედ გაერთიანებულ სამეფოზე მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33%.

გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 77.1 მლნ დოლარი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 31.5 მლნ დოლარით (13.5%), მესამე პოზიციაზეა ჩეხეთი - 30.8 მლნ აშშ დოლარით (13.2%).

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ $234.2 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, მაჩვენებელი 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 2.6%-ით ჩამორჩება, თუმცა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში 132.2 მლნ დოლარი შემოვიდა.

სულ წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 366 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოოური ინვესტიცია მიიღო, 11%-ით ნაკლები პანდემიური 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

საქსტატში ინვესტიციების შემცირების უმთავრეს მიზეზად ასახელებს სააქციო კაპიტალის შემცირებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვას.

Businesspartner