ეკონომიკა
09/06/2021

საქართველოში I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა

ქართულ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის შემოდინების მაჩვენებელი შემცირებულია.

ქვეყანამ I კვარტალში 125.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც პანდემიური წლის პირველ კვარტალთან შედარებით 28.3%-იან ვარდნას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ეს 9 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თუ არ ჩავთლით 2020 წლის დეკემბერს, როდესაც FDI-ს გადინება (-102.8%) დაფიქსირდა.

"საქსტატის" განმარტებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები:

გაერთიანებული სამეფო - $88.41 მლნ, წლიურად მაჩვენებელი 21%-იან, ზრდას აჩვენებს, რუსეთი - $31.87 მლნ, მაჩვენებელი 186%-ით არის გაზრდილი, მესამე ადგილზე თურქეთია $24.51 მლნ-ით, ზრდა 95%.

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი $93.9 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, ენერგეტიკა - $35.5 მლნ, TOP 3-ში ბოლო პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა $27.9 მლნ-ით.

Businesspartner