ეკონომიკა
02/05/2022

საქართველოსთვის ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი არ იზღუდება

1 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტის შესაძლებლობაა ყაზახეთიდან და ეს კვოტა საკმაოდ მოცულობითია - განაცხადა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა.

"საქართველოსთვის ეს არის ძალიან დიდი ციფრი. შესაძლოა, სულ რაღაც 100 000 ტონის იმპორტი დაგვჭირდეს, შესაბამისად ამ კუთხით საქართველოს სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ემუქრება."– ამბობს ჯახუტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ქართველი ხორბლის იმპორტიორებისთვის რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარია. იქედან გამომდინარე, რომ ხორბლის იმპორტს საქართველო ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს, არსებულ სიტუაციაში, სასურსათო უსაფრთხოებისთვის ალტერნატიული მომწოდებლის არსებობა მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, ყაზახეთმა დააწესა კვოტა, კონკრეტულად კი ხორბლის შემთხვევაში ზღავრი 1 მლნ ტონაა, ხოლო ფქვილის გატანაზე 300 ათასი ტონა. როგორც მხარეები აცხადებენ ზედა ზღვარი იმდენად მაღალია, რომ ქარველ იმპორტიორებს შეუძლიათ ყაზახეთიდან იმპორტი თავისუფლად განახორციელონ.

 

Businesspartner