ეკონომიკა
19/05/2023

საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.493 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9 პროცენტით მეტია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაცით, აქედან ექსპორტი 1.962 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 4.531 მლრდ აშშ დოლარს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აპრილში, 2.568 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტს შეადგენს. 

2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (280.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (261.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (226.2 მლნ. აშშ დოლარი).

Businesspartner