ეკონომიკა
27/01/2023

სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში ნავთობისა და გაზის პოტენციური საბადოებია

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო სამეგრელოში,ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წელს სეისმური კვლევების დაიწყებას გეგმავს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვების მაღალი პოტენციალია. კვლევების პარალელურად დაიწყება ჭაბურღილის ბურღვაც.

„ეს ისეთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაზვერეს, ნახეს იქ საკმაოდ მაღალი პოტენციალი. შემდეგ კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადმოერთო ყურადღება. სავარაუდოდ, იქ შერეული საბადოა და ნავთობთან ერთად, გაზიც არის.

ვნახოთ რას გვაჩვენებს სეისმური კვლევა, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი. პარალელურად ერთი ჭაბურღილიც გაიბურღება“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები