ეკონომიკა
20/08/2021

სამრეწველო პროდუქცია ივლისში 15.1%-ით გაძვირდა

2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ერთ წელში 15.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.3%-ით არის შემცირრებული.


2021 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

წლიური ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 0.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.11%-ული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-8.7%);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.44%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.4%), მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით (87.6%) და ძირითადი ლითონები (33.5%);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.94%-ული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 30.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83%-ული პუნქტით იქონია
გავლენა.

Businesspartner