ეკონომიკა
10/01/2022

სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანა 4.2 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, საიდანაც 3.78 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია. მათ შორის, 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს.  486.6 მლნ სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია.

გასულ წელს ეროვნული ბანკი აქტიური იყო სავალუტო აუქციონებზეც. წლის განმალობაში სებ-მა ბაზარს 332.9 მლნ დოლარი მიაწოდა. ბოლო ინტერვენცია სექტემბრის ბოლოს განხორციელდა.

2020 წელს სავალუტო აუქციონების გზით სებ-მა 873 მილიონზე მეტი გაყიდა. სულ პანდემიის დაწყებიდან ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები