ეკონომიკა
23/08/2021

სებ-ი წელს მაღალ ინფლაციას ელის

ეროვნული ბანკი წელს მაღალ ინფლაციას ელის. სებ-ის საბაზისო სცენარით, მაჩვენებლის შემცირებას კი მომავლი წლიდან ვარაუდობს და იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება.

მიზნობრივზე მაღალ მაჩვენებელს, სებ-ი საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასებით ხსნის, ასევე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და საკვები ნედლეული პროდუქტების ფასების ზრდას დაერთო კომუნალური ხარჯების ზრდიდან მომდინარე დამატებითი ინფლაციური წნეხი.

საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასები გასული წლის საშუალო დონესთან შედარებით იზრდება. აღნიშნულ დინამიკას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და გაუმჯობესებული საბაზრო განწყობა განაპირობებს. უძრავი ქონების ფასების ზრდაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული სუბსიდირების პროგრამაც მოქმედებს. გარდა ამისა, მომატებულია სამშენებლო მასალების ხარჯები, რაც შენობა-ნაგებობების თვითღირებულებას ზრდის. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისთან შედარებით, ქირის ზრდაც შეინიშნება, რაც უძრავი ქონების ფასების შესაძლო ვარდნის რისკებს ამცირებს.

როგორც საბაზისო სცენარშია ნათქვამია, მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების ფასების ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციული იქნება.

რისკების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება და გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირედება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

თუმცა პესიმისტური პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელიუფრო ხანგრძლივად შეიძლება შენარჩუნდეს, ოპტიმისტური სცენარი კი ინფლაციისმიზნობრივა მაჩვენებელთან დაბრუნებას უფრო ადრედაიწყებს.

Businesspartner