ეკონომიკა
16/07/2020

სებ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, ეკონომიკური ვარდნა 4%-ს არ გასცდება

covid 19 ინფლაციაზე რამდენიმე არხით აისახა და მთავარი არხი იყო შემოსავლებდაკარგული ტურიზმი, რაც გაცვლით კურსსაც გადაეცა და იმოქმედა როგორც იმპორტირებულ ინფლაციაზე, ადგილობრივ წარმოებაზე. პორტფელის დოლარიზაციის გამო ადგილობრივ პროდუქტი გაძვირდა, - სებ-ის პრეზიდენტმა 2019 წლის ანგარიშით პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ პანდემიის გამო 2020-ზეც საუბარიც უწევს.

მისი თქმით, პანდემიის შემაკავებელი ღონისიებები ბიზნესს ხარჯს უზრდის, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯები, რაც მისივე თქმით, პროდუქტის ფასზეც აისახება.

სებ-ის პრეზიდენტმა წელს ეკონომიკის -4%-ით კლების მოლოდინზე განაცხადა. 2019 წლის 5.1-იან ზრდაში, კი 0.6%-იანი წვლილი სებ-ს მიუძღვის, რაც მისი თქმით, ფიზიკური პირებისთვის სასესხო რეგულაციების შემოღებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებამ განაპირობა. სამომხმარებნლო სესხები მოითოკა, მაგრამ სამაგიეროდ, ბიზნესესხები გაიზარდა, რაც სამომხმარებლოსგან განსხვავებით ეკონომიკაში დამატებით ღირებულებას ქმნის.

კობე გვენეტაძეს -4%-ს რეალისტურად მიაჩნია და იმედოვნებს, ვარდნა 4%-ზე მეტი არ იქნება.

მისივე თქმით, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის 5.1%-იანი დეფიციტი 2019 წელს გამორჩეული იყო, რადგან ისტორიული მინიმუმია. დეფიციტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იფარებოდა, რამაც 2019 -ში $1.3 მლრდ შეადგინა.

Businesspartner