ეკონომიკა
13/10/2021

სექტემბერში ქართული პროდუქციის ექსპორტმა $373 მლნ-ს გადააჭარბა

პანდემიის მიუხედავად, ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. სექტემბერში ქვეყნიდან მსოფლიო ბაზარზე $373 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაჩვენებელი გაზრდილია როგორც წლიურ ასევე თვიურ ჭრილში. აგვისტოსთან შედარებით 11%-იანი ზრდაა, 2020 წლის სექტემბერთან კი 12.7%-ით.

აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი პანდემიამდელ მაჩვენებელსაც აღემატება. 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 305.5 მლნ დოლარის პროდუქცია იყო ექსპორტირებულია.

მთლიანობაში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა $10 მლრდ-ს აღემატება, ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3%-ით მეტია.

ექსპორტი 9 თვეში თითქმის 3 მლრდ დოლარია, წლიურად 24%-ით გაზრდილი, იმპორტი 21.6%-იან ზრდას აჩვენებს და 7.028 მლრდ დოლარს აღწევს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4.047 მლრდ დოლარია, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%.

მთავარი სიახლეები