ეკონომიკა
11/10/2022

სელიმ ჩაკირი: ეკონომიკური აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე ვვარაუდობდით

როგორია ეკონომიკური აქტივობა, ინფლაციური მოლოდინები და მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე -ამ თემაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2" საუბრობს.

მისი განცხადებით, ეკონომიკური აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე ვარაუდობდნენ, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 9%-მდე გაზარდეს.

"ამის მიზეზი ტურიზმის სწრაფი აღდგენა, გაზრდილი მიგრაციის გამო ფულადი შემოდინებებია, რასაც თან დაერთო ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. გარდა ამისა საქართველოს, როგორც რეგიონში დერეფნის ფუნქცია გააქტიურდა საშაულოვადიან პერპექტივაში. ამასთან გარკვეული ზრდა დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ექსპორტის მიმართულებით. მიუხედავად რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორმა შეარბილა ომის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მაისის შემდეგ ინფლაციის დონე შემცირდა, თუმცა კვლავ ორნიშნაა. ვფიქრობ, მის შემცირებას ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი საქონლის გაიაფების ტენდენცია."-ამბობს სელიმ ჩაკირი.

სსფ-ის წარმომადგენელმა მიგრაციის ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გაზარდეს მოთოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, რასაც მოყვა უცხოური ვალუტის შემოდინება და ლარის გაძლიერება.

"როგორც ვიცით, მიგრანტების პირველი ტალღის დიდი ნაწილი მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები იყვნენ, ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან და ახლა საერთაშორისო კომპანიებში საქართველოდან მუშაობენ. შედეგად ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა და პარალელურად ადგილობრივ ფასებზე ზეწოლამაც იმატა. მიგრანტების მეორე ტალღა შედარებით განსხვავებული შემოსავლების მქონე ხალხია, სავარაუდოდ უცხოეთიდან გადმორიცხვები შენარჩუნდება, თუმცა ზრდის ტემპი არ იქნება ისეთივე სწრაფი, როგორც აქამდე. მინდა აღვნიშნო, რომ გაურკვევლობა ძალიან მაღალია, არავინ იცის რამდენხანს დარჩებიან მიგრანტები საქართველოში."-აღნიშნავს სსფ-ის წარმოამდგენელი საქართველოში. 

როგორც სელიმ ჩაკირი აცხადებს, არსებობს ნეგატიური შოკების ისეთი რისკები, როგორიცაა სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის შემცირება, ტურიზმისა და სხვა საგარეო შემოდინებების კლების, ასევე საერთაშორისო ფასების ზრდის ალბათობა.

"ფრთხილი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნება, მოქნილი გაცვლითი კურსი, ფისკალური დანაზოგიოს და საერთაშორისო რეზერვების გაზრდა, სტრუქტურუილი რეფორმების განხორციელება, განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსებისა და ინვესტიციების მართვა,"- ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისთვის.  

 

Businesspartner