ეკონომიკა
13/05/2022

შიდა ტრანზიტის მომსახურება შეიცვლება

2023 წლის 1 მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურება შეიცვლება. აღნიშნულს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შიდა ტრანზიტი გაიცემა ჯამში 90 დღით, რომლის დღიურისაფასური 1 ლარია. ცვლილების თანახმად კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით. 

ამასთან, გაუქმდება შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისთვის დღეების მიხედვით დადგენილი სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით (ჯამურად არაუმეტეს 500 ლარისა) და დაკარგული ნომრის აღდგენის 30 ლარიანი საფასური. 

კანონპროექტის მიხედვით, ქაღალდის ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება, ლითონის სანომრე ნიშნის ფირნიშის გაცემა. საფასური შეადგენს 50 ლარს. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები