ეკონომიკა
27/10/2022

შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე სამარყანდში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელებენ

ევროკავშირი შუა კორიდორის განვითარების მხარდაჭერისთვის მზად არის, - ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამარყანდში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მდგრადი კავშირის კონფერენცია ნოემბერში გაიმართება, სადაც ტრანსკასპიური შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

"განვიხილავთ როგორ უნდა გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი. ევროკავშირი წარადგენს ორ ინიციატივას, რომლებიც ეხება სასმელ წყალს, ენერგიას, კლიმატის ცვლილებებს და ციფრულ კავშირს", – განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, დერეფნის გაუმჯობესებაზე ევროკავშირი ყაზახეთთან მუშაობს, რათა მოხდეს ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, რომელთაც ერთობლივად გაუმჯობესება შესაძლებელია, მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირება.

"გვაქვს ინფორმაცია ყაზახეთისგან, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მეზობელ სახელმწიფოებთან საერთო პროექტის განვითარებისთვის. ევროკავშირისთვის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და ყაზახეთს შეუძლია იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამ ინფრასტრუქტურის განვითარება საერთო ინტერესია", - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეულ გართულებებზე ისაუბრა, აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერასა და ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, ინტერესი საერთოა - მშვიდობა, კეთილდღეაობა და სტაბილურობა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები