ეკონომიკა
07/06/2022

SMEDA: პროდუქტიულობას შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესი წარმატებულად აქციოს

საქსტატის მონაცემებით, კომპანიათა მთლიან ბრუნვაში მცირე და საშუალო კომპანიების ბრუნვის მაჩვენებელი დაბალია. კერძოდ, 66% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15% საშუალოზე და 18% მცირე ბიზნესზე.

იმის მიუხედავად, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს, მისი წილი საწარმოთა მთლიან ბრუნვასა და პროდუქციის წარმოებაში კვლავ დაბალია.

რა ეკონომიკურ დოვლათს ქმნის ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რომელიც ექსპორტის ინოვაციებისა და დასაქმების თავლსაზრისით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, ამ თემაზე "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის" დამფუძნებელი გიგა ფაიქიძე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აცხადებს, რომ სექტორი საერთაშორისო სტანდარტებთან საკმაოდ ახლოს არის. ბოლო მონაცემით, მცირე და საშუალო ბიზნესმა დაახლოებით 59% დამატებითი ღირებულება შექმნა მთლიან ეკონომიკაში.

"არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნული დეფინიცია, რომელიც 2017 წელს შეიცვალა და უახლოვდა ევროპულ სტანდარტს, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენი დეფინიცია შეიძლება არ იყოს რელევანტური, მაგლითად, საშუალო ბიზნესად კლასიფიცირდება ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც 12-დან 60 მლნ ლარამდე, რაც იშვიათია საქართველოსთვის. შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ქართყლი რეალობისთვის მსხვილ კომპანიებს მოვაშორებთ ამ მაჩვენებელს ზემოთ აღნიშნული რიცხვი 15%-მდე შეიძლება დაკორექტირდეს, რაც საკმაოდ დიდი აცდენაა საერთაშორისო გამოცდილებასთან და მოიფხოვს ჩართულობას. დეფინიციის შეცვლა ვერ მოხდება, შესაბამისად სხვა მხრივ უნდა ვეცადოთ რომ ქართული ბიზნესის ფინანსული მაჩვენებლები გავზარდოთ და დეფინიცია აღმოჩნდეს შემდეგ რელევანტური."- აღნიშნავს, გიგა ფაიქიძე.

მისივე თქმით, საშუალო ზომის საწარმოებში ხელფასი ყველაზე მაღალია, რომელიც აღემატება მახვილ საქარმოებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან უჭირს კვალიფიციური მუშახელის მოზიდვა.

გიგა ფაიქიძე აღნიშნულ მაჩვენებელს ერთი შეხედვით უცნაურს უწოდებს და მის შინაარსს განმარტავს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე ბიზნესი ვერ ქმნის იმდენ დოვლათს რომ დასაქმებულს კონკურენტული ხელფასი გადაუხადოს, რაც საბოლოოდ კომპანიის განვითარებაზე მოქმედებს. რაც შეეხება საშუალო ზომის საწარმოებს, მათ უწევთ ყველაზე კონკურენტული ხელფასის შეთავაზება ბაზარზე, რადგან მათ უფრო დიდი გამოწვევა აქვთ კვალიფიციური მუშახელის მოზიდვის კუთხით, ვიდრე მსხვილ კომპანიებს. პროდუქტიულობა არის ის, რასაც შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესი წარმატებულად აქციოს. გამოვყოფდი სფეროებს, რომელიც ძირითადად ინოვაციურ ან ისეთ ტრადიციულ მიმართულებებს ეხება, სადაც თანამედტოვე მიდგომებია და ტექნოლოგიებია დანერგილი. პანდემიის პერიოდში ბევრი ბიზნესი გაციფრულდა, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, განსაკუთრებით რეგიონებში."- აცხადებს "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის" დამფუძნებელი.

გიგა ფაიქიძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე მთავარი გამოწვევა რჩება მცირე და საშუალო ბიზნესში. ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციები ბიზნესში, ეს არის პროფესიული უნარები ბიზნესის განვითარებისთვის და ნეთვორქინგი.

"ყველა ქმედება ამისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელსაც, მთავარი აქტორი, სახელმწიფო და ბიზნეს ასოციაციები, დონორი ორგანიზაციები თუ საფინანსო ინსტიტუტები განახორციელებენ."– აღნიშნავს ასოციაციის დამფუძნებელი.

Businesspartner