ეკონომიკა
01/03/2021

სოსო ბერიკაშვილი: ვაქცინა დროულად უნდა მივიღოთ, ეკონომიკა შეზღუდვებს ვეღარ გადაიტანს

ეკონომისტები მთავრობას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და პურველი დოზების მისაღებად სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი აცხადებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორნიშნულიანი ეკონომიკური ვარდნაა, ის დამატებით შეზღუდვებს ვეღარ აიტანს.

„11.5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ვიღაცისთვის შეიძლება მხოლოდ ციფრებია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს მეტ უმუშევარ ადამიანს, მეტ გაღარიბებულ ადამიანს. ახლა მთავრობამ უნდა ეცადოს, რომ ვაქცინები მოიპოვოს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს. ეკონომიკა მკაცრ შეზღუდვებს უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. არ გვაქვს მაგის რესურსი. არ ვართ ქვეყანა, რომელსაც მსგავსი რამის ატანა შეუძლია“,- აღნიშნავს ეკონომისტი.

Businesspartner