ეკონომიკა
07/06/2021

TBC Capital: ეკონომიკის ზრდა 2019 წლის აპრილთან შედარებითაც საკმაოდ მაღალი იყო

TBC Capital-ი კვირის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა აპრილში მაღალი იყო არა მხოლოდ 2020 წლის აპრილთან შედარებით, არამედ 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაშიც. 

კვირის მიმოხილვის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში რეალური მშპ-ის ზრდამ ბაზრის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და წ/წ 44.8% შეადგინა. შესაბამისად, პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი წ/წ 8.1% იყო.

ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო.  

"საყურადღებოა, რომ საქსტატის წინასწარი ყოველთვიური შეფასებით, საკმაოდ მაღალი, 20.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის აპრილთან შედარებითაც", - განმარტებულია TBC Capital-ის კვირის მიმოხილვაში.

Businesspartner