ეკონომიკა
19/07/2021

TBC Capital: ივნისში სავაჭრო ბალანსი $147.0 მლნ–ით გაუარესდა

TBC Capital-ის მონაცემებით, ივნისში სავაჭრო ბალანსი წ/წ 43.1%-ით, შესაბამისად $147.0 მლნ–ით გაუარესდა.

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, სავაჭრო დეფიციტი 15.3%–ით, წ/წ $323.0 მილიონით $2 437.2 მლნ–მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ივნისის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 12.5%-ით მეტი იყო. ხოლო, 2021 წლის ივნისში, პანდემიის დაწყების შემდეგ იმპორტმა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს პირველად, 13.3%-ით გადააჭარბა.

Businesspartner