ეკონომიკა
26/04/2022

TBC Capital: მარტში იმპორტთან ერთად ექსპორტის ფასებიც გაიზარდა

მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, TBC Capital–ის მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა.

ბოლო ორი თვის მანძილზე, განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინასა და რუსეთში ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა, როგორც საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი - აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა.

ანგარიშის მიხედვით, პროგნოზის შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში კი, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა.

ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 19.3%-ით გაიზარდა.

TBC Capital–ის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი, კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს.

Businesspartner