ეკონომიკა
06/09/2021

TBC Capital: მძიმე ეპიდვითარების ფონზე მაღალი ინფლაცია ლოგიკურია

TBC Capital-ის შეფასებით, მიმდინარე წლის რეკორდულად მაღალი ზრდის მაჩვენებლების ნორმალიზება წინა წლის საბაზო ეფექტისა და მიმდინარე პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე ლოგიკურია, თუმცა ეს აგვისტოსა და სექტემბერში უფრო იყო მოსალოდნელი, ვიდრე ივლისში.

ამასთან, ივლისში ეკონომიკის აღდგენა თიბისი კაპიტალის სრული 2021 წლისათვის 10.5%- იან სცენართან შედარებით მაინც დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. ივნისის 18.7%-იანი მატების შემდეგ, ივლისში ზრდის ფაქტორები ასევე საკმაოდ ძლიერი იყო. საკუთრივ, ექსპორტი და დაკრედიტება უფრო მაღალ ზრდას უწყობდა ხელს, თუმცა შედარებით შენელდა გზავნილებისა და იმპორტის მაჩვენებლები.

ამასთან, ტურიზმის შემოდინებების დაახლოებით 200 მილიონ დოლარიან ზრდას, რომლის ნახევარზე მეტი ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე იხარჯება, დაახლოებით 277 მილიონი ლარის ოდენობის უარყოფითი ფისკალური ეფექტი სულ მცირე უნდა დაებალანსებინა.

სექტორების მხრივ, ივლისში წ/წ ზრდა სასტუმროებსა და რესტორნებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში დაფიქსირდა. ამავდროულად, ეკონომიკური აქტივობა შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში, საიდანაც როგორც ჩანს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე, მშენებლობას საკმაოდ მნიშვნელოვანი უარყოფითი კონტრიბუცია ჰქონდა.

TBC Capital–ი დაყრდნობით, როგორც ჩანს, უფრო 10%-მდე პროგნოზს. ამასთან, ეკონომიკური აქტივობის მომდევნო თვეების მაჩვენებლების გარდა, ასევე გასათვალისწინებელია საქსტატის მიერ მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებების გადახედვა, რაც 17 სექტემბერს იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, ივლისში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი, წ/წ 9.9%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აქტივობა 2019 წელთან შედარებითაც 3.9%-ით მეტი იყო.

 

 

Businesspartner