ეკონომიკა
06/12/2021

TBC Capital: წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ს გადააჭარბებს

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდამ, მოლოდინების შესაბამისად, წინა წელთან შდარებით, 6.9% შეადგინა.

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია მათ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 10.0%-ზე მაღალი იქნება.

"სექტორების ჭრილში, თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა, რაც სავარაუდოდ ფისკალური ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, საგარეო შემოდინებების კუთხით ოქტომბერი ძლიერი თვე იყო, თუმცა იმპორტისა და დაკრედიტების ზრდა შედარებით ზომიერი აღმოჩნდა."–ამბობს მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში. 

Businesspartner