ეკონომიკა
03/03/2023

თბილისთან ახლოს კინოგადაღების პავილიონები აშენდება

ქართულ-ამერიკული პარტნიორობით საქართველოში,თბილისთან ახლოს კინოგადაღების პავილიონები აშენდება.

მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე პარტნიორთან ერთად „ენკენი ფილმსი“ მუშაობს. კომპანიის თანადამფუძნებელი მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროვებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა როგორც ბაჩო მებურიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, გარემოს შესწავლის ეტაპი უკვე დასრულებულია.

„ვმუშაობთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც საქართველოში კინო გარემოს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს. პავილიონები თბილისთან ახლოს განთავსდება. ამაში ჩართულია ქართული და ამერიკული მხარე.

გარემოს შესწავლის ეტაპი დავასრულეთ შემდეგ ეტაპზე ვართ გადასული, კიდევ ტექნიკური საკითხებია შესათანხმებელი და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შეგვეძლება პავილიონების გახსნის თარიღის დაანონსება.“-აღნიშნა „ენკენი ფილმსის“ თანადამფუძნებელმა.

Businesspartner