ეკონომიკა
15/03/2023

თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 50 თეთრით შემცირდა და 256.4 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის თებერვალთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 25.1 ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვრთნ შედარებით, 0.40 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 227.5 ლარის ნაცვლად,227.571  ლარი გახდა. გასული წლის თებერვალთან შედარებით კი საშუალო მომხმარებლის სააარსებო მინიმუმი 22.2 ლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

Businesspartner