ეკონომიკა
02/03/2021

თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა

ინფლაციის ტემპი თებერვალში კიდევ უფრო დაჩქარდა და სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გაუსწრო.

2021 წლის თებერვალშო წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა, იანვარის 2,8%-ის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში კი 2.4% იყო, რაც 22 თვიანი მინიმუმი იყო.

თვიური ინფლავია კი იმავე ნიშნნულზეა, რაც იანვარში და 1.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური წლის ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კლებულობდა, დეკემბერში მაჩვენებელი სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელსაც (3%) კი ჩამოსცდა.

Businesspartner