ეკონომიკა
09/09/2021

TI: 95 მლნ 54 მლნ-ის ნაცვლად - პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

2021 წელს, პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა - ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად 95 მლნ ლარი შევიდა, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გეგმის გადაჭარბებით შესრულება განაპირობა იმან, რომ მთავრობამ საპრივატიზაციოდ მეტი ობიექტი გამოიტანა, ვიდრე დაგეგმილი იყო. 

“2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2021 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 17%-ით, 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 9%-ით გაიზარდა, პრივატიზაციიდან შემოსავალი - 67%-ით, ხოლო გრანტები თითქმის გაოთხმაგდა“,- აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები