ეკონომიკა
16/05/2022

თიბისი კაპიტალი ეკონომიკის 5.5%-ზე მეტად ზრდას ელის

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, აპრილის ექსპორტის ზრდა მათი მოლოდინების შესაბამისად ძლიერი იყო.

წლიურმა ექსპორტმა სოლიდური 66.7% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, წინა თვეში მკვეთრი კლების შემდეგ, იმპორტის ზრდა კიდევ უფრო ძლიერი იყო, რაც უფრო მაღალ შიდა მოთხოვნაზე მიუთითებს .

როგორც მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამოხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ამან შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს.

სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუ ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, ეკონომისტის აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება.

 

Businesspartner